saWmeli sokoebi - mtredio
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Руссуловые |
Семейство: | Сыроежковые |
Род: | Сыроежка |
Вид: | Сыроежка зелёная |
Международное научное название: | Russula aeruginea |
მტრედიო - (ინგ. Russula aeruginea) (რუს. Сыроежка зелёная)
სინონიმი: უცნობია.
Russula aeruginea, ასევე ცნობილია როგორც მდელოსფერი Russula, ან მწვანე Russula. არის საკვებად ვარგისი სახეობა. ფართოდ გავრცელებულია ჩრდილოეთის შედარებით თბილ რეგიონებში. ჩვეულებრივ იზრდება არყის ხის ძირას, უმეტესად გვხვდება ფიჭვნარში.
ტაქსონომია
ეს სახეობა პირველად აღწერა ელიას მაგნუს ფრისმა 1863 წელს ნაშრომში Monographia Hymenomycetum Sueciae. მისი სახასიათო ეპითეტი aeruginea წარმოიქმნა ლათინური aeruginus-ისგან, რაც დაჟანგული სპილენძისფერს ნიშნავს და მიანიშნებს ამ სახეობის სოკოს თავის შეფერილობაზე, ცნობილია სხადასხვა სახელით, როგორიცაა "tacky green Russula", "grass-green Russula", ან უბრალოდ "green Russula" .
აღწერილობა
ახალამოსულის ქუდი არის ბრტყელი, შემდეგ ბლანტი და ბზინვარე. ღია რუხიდან ღია რუხ-მომწვანო გრადაციაში. იშვიათად გვხვდება ზეთისხილისფერი შეფერილობის. უმეტესად იზრდება 4-დან 10სმ-მდე სიმაღლის. მისი ლამლები (ლაყუჩები) არის ფერმკრთალი, კრემისებური, ხოლო როცა მწიფდება და სპორები მწიფდება, ხდება ღია ყვითელი. ტანი აქვს თეთრი, ჟანგისფრი ლაქებით სიგრძეზე. იზრდება 5-8 სმ სიგრძის და 1-2 სმ სისქის. ნაყოფი აქვს თეთრი, რბილი, უსუნო. არის საკვებად ვარგისი. აქვს მსუბუქი გემო. მისი სპორები არის ხორცისფერი, ხოლო ფორმით არის როგორც ნახევარსფეროსებური, ისე ოვალური მოყვანილობის. თავზე ამობურცული მეჭეჭებით.
გარეგნულად მწვანე სახეობის რბილლაყუჩა Russula xerampelina შეიძლება აგვერიოს Russula aeruginea-ში. თუმცა მათი განსხვავება ადვილია სუნის მიხედვით. პირველს აქვს მოხარშული მოლუსკის მკვეთრი სუნი, ხოლო მეორეს არ გააჩნია არანაირი მახასიათებელი სუნი.
გავრცელების არეალი
Russula aeruginea-ას ნაყოფსხეული იზრდება ტყეში მიწაზე, ფოთლების ნარჩენების გროვაში ან მინდორზე. არის ექტოტროფული და იზრდება არყის ხის ფესვებთან. ასევე გვხვდება წიწვოვან ტყეში. ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთის რბილი კლიმატის რეგიონებში. ევროპაში ხარობს ივლისიდან ნოემბრამდე და ზაფხულის მიწურულიდან გვიან შემოდგომამდე ჩრდილოეთ ამერიკაში. ამ სახეობის სოკო ასევე გვხვდება აღმოსავლეთ აფრიკაში.